logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ და "რუსთავი2"-მა მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ და "რუსთავი2"-მა მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა
17:24 26.11.2018
მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან მოახლოების კვალდაკვალ პარტია „ერთიანი ნაციონალი მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა მეტად აქტიურად ირთვება.

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ოპონენტები უფრო და უფრო იაფფასიანი კომპრომატებით რეალობის სრულმასშტაბიან მოდელირებას ცდილობენ, თუმცა მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ ქმედებებს არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე, რაზეც ისინი აპელირებენ, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, ვაცნობებთ საზოგადოება მათ შორის და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

დღეს, საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა, ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არ არსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა ნებისმიერი 2 პირის საუბრის ჩაწერითაც კი შეუძლია „რუსთავის2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“. „რუსთავი2“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს ქართული ოცნების რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა.

მათი სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკურ ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილია და არეულობა ხელისუფლების ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "რუსთავი2"-მა მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა, ცრუ ბრალდება გააჟღერეს ამ მიმართულებით იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რაიმე სახით ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებები აღმოჩნდა აქაც მტკნარი სიცრუე. ამ მოქალაქის მკურნალმა ექიმმაც კი დაადასტურა , რომ მას არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონია და არ მიუღია.

ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.

დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაბრალებდნენ, ისინი რეალურად თავად სჩადიან.

"რუსთავი2"-ის მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების დელეგიტიმაციას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებს.

ისევე როგორც, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული, კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა