logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა
სოფიო ქაცარავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა
15:22 26.11.2018
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავისი საქმიანობის სამომავლო პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საჯარო წარდგენას საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მინდა გამოვხატო კმაყოფილება და გარკვეულწილად სიამაყეც, იმის გამო, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველად შეიმუშავა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს მომდევნო 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის დახმარებით, საკანონმდებლო ორგანოს ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცევა და სისტემა მეტად დაიხვეწება. ჩვენი სურვილია კომიტეტის მუშაობა გავხადოთ კიდევ უფრო სისტემური, თანმიმდევრული და ინსტიტუციონალიზებული“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის ქონა პირველი ნაბიჯია იმისაკენ, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სტრატეგია ეფემერულ ჩანაფიქრებად არ დარჩეს და ამის ნაცვლად განხორციელებადი და პრაქტიკული შედეგების მომტანი იყოს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრატეგიაში მოცემული მიზნებისა და ამოცანების უმეტესობა უკვე განსაზღვრულია „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის 2016 წლის რეზოლუციით, რომლითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრა.

„უსაფრთოხებისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღეს კიდევ უფრო მეტად ყურადსაღებია, რასაც კომიტეტის სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უჭირავს. სტრატეგიაში გადმოცემულია ის საშუალებები და გზები, რომელთა დახმარებითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, უზრუნველყოფს დასახული მიზნების და ამოცანების შესრულებას. ამას ემსახურება სტრატეგიაც და სამოქმედო გეგმაც. ეს უკანასკნელი დეტალებში და კონკრეტულ განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელსაც მომდევნო ორი წლის მანძილზე კომიტეტი გადადგამს. მნიშვნელოვანია აღვნიშნო, ის რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები 2018 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში უკვე შესრულებულია. ქვეყნის წარმატებულ საგარეო პოლიტიკას განაპირობებს ქვეყნის შიგნით წარმატება, ამიტომაც არის საქართველო პროგრესული ქვეყანა და მჯერა, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო გამტკიცდება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა