logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო
დავით ზალკალიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო
14:05 26.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე საგარეო პოლიტიკური კუთხით. მისი განცხადებით, აღნიშნული პრიორიტეტები ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს. მან ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკური ამოცანების მირწევაში საკანომდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და ასევე პარლამენტის მნიშვნელოვან როლს.

”დღევანდელ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში უაღრესად მნიშვნელოვანია მიზნების სწორად დასახვა და მათ მისაღწევად ზუსტი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო სტრატეგია. ჩვენი უწყება დოკუმენტის შემუშავების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და ბუნებრივია ეს თანამშრომლობა აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში გაგრძელდება. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვინარჩუნებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ყველა ზემოხსენებულ საკითხს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი უკავია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ასევე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პარლამენტის შესაბამისი რგოლების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საქართველოს პრობლემატიკის შენარჩუნება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

„საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში მუდმივად აწვდის ინფორმაციას პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების მხრივ არსებულ მძიმე ვითარების, რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და მათი სავალალო შედეგების შესახებ“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრეზენტაციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა