logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია აბაშიძე: თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ძალიან უხერხული იქნება
გია აბაშიძე: თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ძალიან უხერხული იქნება
11:51 26.11.2018
„იმდენად ანტიტრამპისტულია “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლა, რომ თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდა, ძალიან უხერხული იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა“ - განაცხადა თოქშოუში „იმედი LIVE” ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ.

გია აბაშიძე საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასა და შეერთებული შტატებში შუალედური არჩევნების კამპანიას შორის შორის მსგავსებებზე საუბრობს.

„როდესაც ვამბობთ ამერიკელები, ვინ არიან ეს ამერიკელები?! ბევრის აღქმაში ეს არის თეთრი სახლი და ყველაფერი ერთად. ამ დროს ამერიკაში არის კონგრესი - კაპიტოლ ჰილზე, საპარლამენტო ხელისუფლება, თეთრი სახლი და ასე შემდეგ. ისიც ვიცით ძალიან ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის აღქმებზე ვსაუბრობ, რომ ტრამპს არ მოსწონს ჰილარი კლინტონი და ისიც ვიცით, რომ ამერიკელები გვიჭერენ მხარს, მაგრამ რომელ ამერიკელებზეა საუბარი?! რესპუბლიკელებში რამდენიმე განშტოებაა, რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ არიან ასევე და რასაკვირველია, ტრამპს ეწინააღმდეგებიან ამერიკელი დემოკრატები. მათ შორის დიდი ყურადღება არ მიაქცია ქართულმა მედიამ ამ შუალედურ არჩევნებს, რომელზეც ტრამპი ამობს, რამდენიმე შტატში გამიყალბესო. კარუსელებს ახსენებს, ამ სიტყვით არა, მაგრამ ჩვენ მივხვდით, ყალბი, რამდენიმე ხმის მიცემაო.

ტრამპი ასევე უწოდებს თავის ოპონენტებს აგრესიულ ბრბოს - დემოკრატიულ პარტიას უწოდებს. რამდენიმე ფრაზას ვიტყვი, რომელიც საჯარო სივრციდან ისედაც ცნობილია. მაგალითად: „ტრამპი არის რუსეთუმე, პუტინის მარიონეტი და ამერიკაში დესტრუქიისთვის არის არჩეული“ - ვინ ამბობს ამას? დემოკრატიული პარტია და მისი მხარდამჭერები. იგივე გვესმის აქაც.

კიდევ სხვა რაღაცებიც თქვა ბატონმა ვაშაძემ შარშან, საქართველოს უნივერსიტეტში როდესაც გამოდიოდა - „ტრამპმა ჰილარისგან მოიპარა საარჩევნო პროგრამაო“, კიდევ არის სხვა ფრაზები - იმდენად ანტიტრამპისტულია მთლიანად მისი გამოსვლა, რომ თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, ძალიან უხერხული იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა.

ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ამერიკაზე, უნდა უნდა ვთქვათ რომელი ამერიკა? რომელი დასავლეთი? ევროპაში ჩვენ ვხედავთ რომ მემარჯვენე ძალები მოდიან. არიან სხვა მიმართულებებიც, ამიტომ განყენებულად არ უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ საზოგადოებას, ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ, რომ ამერიკელები, არ არის მხოლოდ ერთი, ერთ შენობაში, თეთრ სახლში.

იმავე გამოსვლაში ვაშაძემ ახსენა, რომ საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ უნდა ტრამპსო, და რას ვხედავთ? რამდენიმე თვის წინ დინამიური განხილვა დაიწო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის. რას ეძახის ხოლმე ტრამპი თავის ოპონენტებს? Fake-news – ს ხო?

ტყუილად კი არ საუბრობს ამერიკის პრეზიდნეტი რომ უვრცელებენ ყალბ ახალ ამბებს“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა