logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ყველაფერი რაც მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ, ნაყოფიერ შედეგს გვაძლევს საქართველოს განვითარების გზაზე
დავით ზალკალიანი: ყველაფერი რაც მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ, ნაყოფიერ შედეგს გვაძლევს საქართველოს განვითარების გზაზე
00:01 26.11.2018
„საქართველო არის აღიარებული, როგორც ლიდერი ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით. ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო თვისობრივად ახალ დონეზე გადადის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პირველ რიგში ეს გახლავთ აღიარება იმ რეფორმების, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, როგორც ეკონომიკური განვითარების კუთხით, ისე პოლიტიკური რეფორმების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვასაზრისით” - ამის შესახებ საქათველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსთავში, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა 21 ნოემებრს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის შესახებ და იმ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

„ჩვენ მართლაც ხელშესახები შედეგები გვაქვს მოპოვებული 2012 წლიდან.ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

2014 წელს ხელმოწერილიასოცირების შეთანხმება,რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახლავთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება; ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა-სავიზო ლიბერალიზაცია,რომელიც არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისთვის,რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება ევროკავშირის ტერიტორიაზე,თავისუფალი წვდომა იმ სიკეთეებზე,რასაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს. ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა კარგი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, მცირე მეწარმეებისთვის, ყოველგვარი ბარიერების და დროის კარგვის გარეშე იყოს შესაძლებლობა,რომ სწრაფად მოძებნონ საკუთარი პარტნიორები ევროკავშირის ბაზარზე და განავითარონ ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება მიმართული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელშეწყობისკენ, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლების და მეცნიერების სფეროში სიახლეების დანერგვა, სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება, კრიმინალთან ბრძოლა და სხვ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმ საფინანსო შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრიუსელში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრისას გაფორმდა.

„საქართველოს მთავრობამ 231 მილიონიანი ევროს რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მოიპოვა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება და ბუნებრივია ეს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. 100 მილიონი ევრო გამოიყოფა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის. ევროკავშირი დამატებით დაეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს ქონდეთ ხელმისაწვდომი ფინანსური დახმარება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება კარგი საშუალებაა ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე. ასევე, 45 მილიონი ევრო გამოიყოფა საქართველოს მაკროფინანსური დახმარებისთვის. საფინანსო სექტორი, პოლიტიკა, სოციალური და შრომის ბაზრის სფეროში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება - ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მიმართული იქნება აღნიშნული დახმარება“- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს არასწორი და მცდარი შეხედულებების შექმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

“ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უსარგებლოა, რომ ის არ მოდის თავსებადობაში ჩვენს ტრადიციებთან და კულტურასთან. ეს არის არასერიოზული, დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ძალიან აქტიურად ცდილობენ თავს მოგვახვიონ და წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ევროკავშირი გვაშორებს ჩვენს ტრადიციებს და კულტურას. პირიქით, ევროკავშირის ლოზუნგია მრავალფეროვნება, ტრადიციების გათვალისწინება, ყველა მასში შემავალი ერის ტრადიციების და კულტურის მრავალფეროვნების ერთიანობა.“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო და ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზაზე საერთაშორისო კონსოლიდაციის და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება.

„საქართველოს ბევრი სერიოზული გამოწვევა აქვს,მოგეხსენებათ რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსული ოკუპაციის ქვეშაა, სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება. მაგრამ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ ის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის სრულყოფილი, ისე როგორც ჩვენ გვინდა, ისე, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა, მაგრამ ის ნაბიჯები, ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩვენ მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, იმისთვის, რომ საგარეო ფრონტზე საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი, ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით მოვახდინოთ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის, იმისთვის რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხეები და ქვეყანას მიეცეს შესაძლებლობა განვითარების და აღმავლობის. მარტო ვერაფერს გავხდებით, თუ არ იქნება ერთიანობა, თუ არ იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია და დახმარება ჩვენი ევროპელი და ევრო-ატლანტიკური პარტნიორების მხრიდან“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს მონაწილეობაზე და იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც საქართველოს მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.

„ჩვენ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირში და ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით აფასებენ. საქართველო არის წარმოდგენილი მნიშვნელოვან მისიებში, ევროკავშირის მისიებში. ჩვენ არამარტო მიმღები ვართ იმ სიკეთის, რა სიკეთეებსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, არამედ ასევე ვართ გამცემი და კონტრიბუტორი, ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებში. ეს ყველაფერი, დღეს მიმდინარე მოვლენები მსოფლიოში ურთუიერთგადაჯაჭვულია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ“ -აღნიშნა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა