მიხეილ სააკაშვილმა გია ცაგარეიშვილს "გაიშნიკი" და სუბიექტი უწოდა.
პრეზიდენტმა ცაგარეიშვილის გვარი არ დაასახელა, თუმცა, მას ის პერიოდი გაუხსენა, როდესაც "გაიში" მუშაობდა.
"მათთვის ქართული ტრადიცია იყო მექრთამეობა. მათი ტრადიცია იყო ბნელი საპასპორტო ოთახები იუსტიციის სახლების ნაცვლად. მათთვის ქართული ტრადიცია იყო "პრავის" აღებაზე მრავალთვიანი სისტემა და ყველაფერი ჩაწყობით და ფულით ხდებოდა. მათთვის ქართული ტრადიცია იყო, რომ თუ როდესმე მთავრობაში მოხვდებოდი, მართლა ყველა ოქროს საბადო შენი უნდა ყოფილიყო. ეს არის მათთვის ქართული ტრადიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















