logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რომ გახდეს სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი
მარიამ ჯაში: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რომ გახდეს სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი
19:40 25.11.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში რეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმის გახსნას დაესწრო. მუზეუმი წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო ბაზას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის, საინფორმაციო და რესურს-ცენტრს ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, ტურისტებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის.



სამუზეუმო მასალების საფუძველზე შესრულებულია ათასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, სამოცამდე მონოგრაფია; გამოვლენილია და ტექსტურად შესწავლილია სამედიცინო ხასიათის ხუთასზე მეტი ხელნაწერი. 2017 წელს გამოიცა "ქართულ სამედიცინო ხელნაწერთა კატალოგი", რასაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დაგეგმილია მისი ინგლისურად თარგმნა და აშშ-ში გამოცემა.



მუზეუმთან დაგეგმილია მოლეკულური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის შექმნა, სადაც მოხდება, როგორც თანამედროვე მოსახლეობის პოპულაციური გენეტიკის, ასევე, ნამარხი ბიოლოგიური მასალის გენეტიკის შესწავლა, მათი შეჯერება, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ერის ანთროპოლოგიისა და ეთნოგენეზისის კვლევისათვის.



სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიური პოპულაციის წარმოშობის წინაპირობებს, მის გენეტიკურ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროსთან, ევროპასთან. მუზეუმის ექსპოზიცია ორ ნაწილად იყოფა - ისტორიულად და თანამედროვედ.



რეაბილიტირებულ მედიცინის მუზეუმის სივრცეში დაგეგმილია თანამედროვე მიღწევების, ფარმაცევტული თუ სამედიცინო აპარატურის სიახლეების პრეზენტაცია, საქმიანი შეხვედრების, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის პროექტების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება.



ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა მარიამ ჯაშმა.



„ქართული მედიცინა დგას უძველეს ფესვებზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ როგორც ტრადიციული, ასევე კლასიკური მედიცინის განვითარების ეტაპების მრავალფეროვნებით. ის ფაქტი, რომ განათლება, მეცნიერება და კულტურა ერთ უწყებაშია გაერთიანებული გვაძლევს შესაძლებლობას, მედიცინის მუზეუმს დამატებით მივანიჭოთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქცია. რეკომენდაციით უნდა მივმართოთ ყველა კერძო თუ საჯარო სამედიცინო პროფილის უნივერსტიტეტის სტუდენტებს, მოინახულონ ეს მუზეუმი.



ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ ქართული მედიცინის ისტორიასა და განვითარების ეტაპებს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება იმ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება, რომლის შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები ინახება მედიცინის მუზეუმში. აღნიშნული ადასტურებს ქართული მედიცინის დიდ ისტორიასა და გვიჩვენებს სხვადასხვა ეტაპებს. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ გახდეს სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი, ბუნებრივია, არა ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული დისციპლინები კლინიკურ მედიცინაში, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მედიცინის მუზეუმს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთაშორისო მედიცინის ცენტრად ქართული მედიცინის ფორმირების პროცესში“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.



რეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმის სივრცეში დაგეგმილია თანამედროვე მიღწევების, ფარმაცევტული თუ სამედიცინო აპარატურის სიახლეების პრეზენტაცია, საქმიანი შეხვედრების, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის პროექტების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა