logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფრანკელი: ზურაბიშვილის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება
ფრანკელი: ზურაბიშვილის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება
11:08 25.11.2018

საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება - ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ

ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს მეორე კი დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ. ბუნებრივია არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ, ერს ყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლებამიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი სალომე ზურაბიშვილი.

სამწუხაროდ, ბევრი შეიძლება ადვილად დაჯერდეს - დაჯერდეს ტყუილებს და მოთაფლვებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს, ადამიანი, რომელსაც რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მათზე დღეს. გრიგოლ ვაშაძის არჩევა, კაცის, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირშისთვის მსახურებაზე, იქნება უკან გადადაგმული ნაბიჯი ერისთვის. ვაშაძის არჩევა იქნება პირდაპირ საქართველოს საქმეებში რუსეთის შემოპატიჟება და ჩართვა, რაც კიდევ ერთხელ ამ დამოუკიდებელ ერს აქცევს რუსეთის თანამგზავრად.

ვაშაძე იყო მოსკოველი, ერთგული საბჭოთა დიპლომატი 1976 წლიდან 1993 წლამდე, სადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში. მიუხედავად იმისა, რომ იგი უარყოფს რაიმე კავშირს, საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიშ ორგანიზაცია KGB-სთან, მისი უარყოფა არადამაჯერებელია. საბჭოთა კავშირის ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში KGB-ს ჩართულობა დიდი იყო. ვაშაძის უარყოფის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოს, მარტივად შეუძლია დააკავშიროს წერტილები და დაინახოს აშკარა კავშირი.

ცხადია ასეთი ახლო კავშირი ასე მარტივად არ გაქრებოდა. თავად ვაშაძე ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას. მას ქონდა რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2009 წლის ნოემბრამდე - ერთი წელი იცდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. რისთვის წელავდა დროს? 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ჯარმა არალეგალურად შემოაღწია საქართველოში და აგრესიული და ძალადობრივი კონფლიქტით დატოვა ათასობით ქართველი დევნილად. ამ კონფრონტაციამდე თვეებით ადრე ვაშაძე გახდა საქარათველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა მისი ერთგულება რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უტევდა მის "სახლს", რომელშიც იგი მსახურობდა.

რა შეაჩერებს მისე რთგულებას და ინტერესს რუსეთის მიმართ, მისი პრეზიდენტობის არჩევის შემთხვევაში? ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ.

ვაშაძე არ არის უჭკუო კაცი, სწორედ ამიტომაც ცდილობს ეს ყველაფერი მიატრიალოს ოპონენტის საწინააღმდეგოდ და დასდოს მას ბრალი რუსეთთან კავშირზე. ამ ბრალდებებს ფაქტები მარტივად უარყოფს.

ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში, როგორიცაა დემოკრატია, პირადი თავისუფლება და თავისუფალი წარმოება. ზურბაშვილს ათწლეულობის განმავლობაში ჰქონდა წარმატებული კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მსახურებაში, სადაც მან მრავალ დასავლურ ქვეყანასთან მაგალითისთვის როგორიცაა, იტალია, ბელგია და შეერთებული შტატები, დაამყარა ძლიერი კავშირები. იგი გაერთიანებულ ერებში მსახურებისას თანამშრომლობდა დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს, ისევ იყენებდა მის უნარჩვევებს, რომელიც მიიღო კოლუმიბიის უნივერსიტეტში და აძლიერებდა კავშირებს ევროპის მასშტაბით.

მაგრამ მისი უდიდესი პოზიციიდან საფრანგეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში - 2003 წელს გადაწყვიტა ემსახურა, მისი საგვარეულო სახლის, საქართველოს ელჩად საფრანგეთში.

ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ასევე იქნება პოლიტიკის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის. იგი იყო პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლადაც დაინიშნა 2004 წელს; რის შემდეგაც, სამმა სხვადასხვა ქალმა იმსახურა ხსენებულ პოზიციაზე. ზურაბიშვილი მზადაა გაარღვიოს მორიგი ბარიერი. დღემდე არასდროს არ არჩეულა ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მისი გამარჯვება იქნება ქართველი ქალების გამარჯვება და საგრძნობლად გაამაგრებს დასავლური სტილის დემოკრატიას. ნაცია, სადაც ნებისმიერ, ძლიერი შემართების, თავდადებულობის და ინტელიგენციის მქონე ადამიანს შუძლია წარმეტების მიღწევა.

28 ნოემბერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩევლებზე. უკანსვლა სურთ რუსეთის კონტროლის ქვეშ ვაშაძესთან ერთად თუ წინსვლა და ზურაბიშვილის დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება?

წყარო: dailywire.com

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა