logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ევროპის მერძევეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ევროპის მერძევეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
10:57 23.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მერძევეობის მიმართულების განვითარების მნიშვნელობასა და პოტენციალზე ისაუბრა.

„სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და წახალისებას გულისხმობს. გამოწვევების მიუხედავად, სექტორის განვითარება შთამბეჭდავია. დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისთვის ძალების გაერთიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც სამინისტროს მუშაობის დღის წესრიგს წარმოადგენს. მერძევეობის სექტორის განვითარების კუთხით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რიგი პროექტების შემუშავებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული ყურადღება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოში მერძევეობის სექტორის განვითარება თვალშისაცემია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში სექტორის განვითარებას და მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) გენერალურმა მდივანმა ალექსანდერ ანტონმა.

ღონისძიება რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციამ „საქრძე“ და EDA-მ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც „საქრძე“ ევროკავშირის მერძევეთა ასოციაციის წვერი გახდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა