logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შარშან ვამბობდი, რომ საპრეზიდენტო კამპანია აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი
ირაკლი კობახიძე: შარშან ვამბობდი, რომ საპრეზიდენტო კამპანია აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი
22:31 22.11.2018
„იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი კომპეტენციები მინიჭებული, მას ვერ ექნება პროგრამა, მას ვერ ექნება დაპირებები, ასეთ პირობებში შეუძლებელია ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წარმართვა. მე შარშან ვამბობდი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იქნებოდა ამის საუკეთესო დასტური და აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი“ - განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აბსოლუტურად არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, რადგან აქ შეუძლებელია ჯანსაღი საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვა სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტს ვერ ექნება პროგრამა და დაპირებები. მისივე თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად აზრს და შინაარსს მოკლებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა.

„ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ფუნქცია. მას აქვს არსებითად წარმომადგენლობითი ფუნქციები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია, თუმცა, პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართა. ჩვენ წესით აბსოლუტურად კულტურულ, ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია პრეზიდენტი, თუმცა სხვა მიმართულებით წარიმართა პროცესები. ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი, თქვენ კარგად ხედავდით, როგორ წარიმართა მთელი პირველი ტური. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მხრიდან აბსოლუტურად კულტურული კამპანიაა წარმართული, ევროპული სტილის კამპანია, არც ერთი უარყოფითი შეფასებაც კი არ გვახსოვს, რაიმე უხეში ფორმით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ამის საპირისპიროდ იყო აბსოლუტურად აგრესიული კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, დაწყებული იმით, რომ მოღალატეს უწოდებდნენ, იმით დამთავრებული, რომ არ ყოფილა არცერთი შეხვედრა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწყო პროვოკაცია. ჩვენი მხრიდან პირველი ტურის განმავლობაში ამის საპირისპირო არცერთი შემთხვევა არ ყოფილა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა