მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა.
„თეთრებს“ პარტიის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
პარტიის ლიდერის, თემურ შაშიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი მოწმობა „თეთრებს“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე გადაეცა.
ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესახებ შაშიაშვილმა 2009 წლის გაზაფხულზე განაცხადა.

















