logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გუგული მაღრაძე ეუთოს პროექტის “ქალების ლიდერობა საზღვრის უსაფრთხოების მართვაში“ წარმომადგენლებს შეხვდა
გუგული მაღრაძე ეუთოს პროექტის “ქალების ლიდერობა საზღვრის უსაფრთხოების მართვაში“ წარმომადგენლებს შეხვდა
16:13 22.11.2018
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე ეუთო-ში ტრანსნაციონალური უსაფრთხოების კოორდინატორს რასა ოსტრაუსკაიტეს, ეუთო-ს მთავარ მრჩეველს გენდერულ საკითხებში, ამარსანა დარისურენს, პროექტის “ქალების ლიდერობა საზღვრის უსაფრთხოების მართვაში“ სხვა წარმომადგნელებს შეხვდა.

გუგული მაღრაძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ისტორიის ათვლა 2004 წლიდან იწყება. გააცნო გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს უახლოესი გეგმები საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გენდერული თანასწორობის საბჭოს იმ საქმიანობას დაეთმო, რომელსაც იგი დღეს კონფლიქტის რეგიონებში, ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში ქალთა უფლებების დაცვისთვის ახორციელებს, აღინიშნა იმ დახმარებების თაობაზეც, რომლებიც მიეწოდება საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და, მათ შორის, ქალებს. ისაუბრეს ასევე ამ რეგიონში ქალების ეკონომიკური წახალისების პროგრამებზე, რაც გუგული მაღრაძის განცხადებით, მიმართულია იქითკენ, რომ არ დაცარიელდეს ეს რეგიონები, და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ქალების ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე დღეს არის მთელ მსოფლიოში.

„ქალების ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში მსოფლიოში, ზოგადად, დაბალია, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში, ჩვენს დელეგაციაში ქალები არიან წარმოდგენილები, მაშინ როდესაც მეორე მხარეს - არც რუსეთის, არც აფხაზეთის და ოსეთის დელეგაციებში, ქალები არ მონაწილეობენ. ესეც ნიშნავს იმას, რომ გენდერული საკითხები ჩვენთან უფრო წინ არის, ვიდრე ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყნებში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრაზე ასევე დაისვა საკითხი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მეტი იმისათვის, რომ გალის რაონში მცხოვრებთათვის ქართულ ენაზე მიმდინარეობდეს სწავლება იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრინციპია - ბავშვებს უნდა შეეძლოს თავის მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ამასთან დაკავშირებით, სტუმრების მხრიდან აღინიშნა, რომ ეს საკითხი ყოველთვის ინტენსიური დისკუსიის საგანია. მათი განცხადებით, ნებისმიერ შეხვედრას, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს, იყენებენ იმისათვის, რომ ყოველთვის ხაზგასმით დააფიქსირონ გალში ქართულ ენაზე სწავლების აუცილებლობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის “ქალების ლიდერობა საზღვრის უსაფრთხოების მართვაში“ ფარგლებში შექმნილია პლატფორმა, რომელიც მოიცავს ონლაინ-კურსებს, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია და ჩაუტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

„სტუმრები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორია ქართულ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის ინტენსივობა და რა დამოკიდებულებაა საქართველოს პარლამენტში კვოტირების საკითხის მიმართ. გამოითქვა იდეა, რომ საქართველომ უმასპინძლოს სემინარს, რომელზეც განხილული იქნება საზოგადოების როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გუგული მაღრაძემ.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა