პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდის დაბლოკვის შესახებ დღეს უკვე ორი პოლიტიკური ძალა - „ახალი მემარჯვენეები“
და „ლეიბორისტული პარტია“ იუწყება.
"ახალი მემარჯვენეების" პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ვებ-გვერდზე - NRP.GE შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც საიტი აღარ ფუნქციონირებს.
იგივეს აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახური, თუმცა მომხდარში „ლეიბორისტები“ „სააკაშვილ-ივანიშვილის ერთობლივ ჰაკერთა ჯგუფს“ ადანაშაულებენ და პასუხისმგებლობასაც მათ აკისრებენ.
„ლეიბორისტები“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდის პარალიზება წინასაარჩევნოდ შეგნებულად ხდება.
საგულისხმოა, რომ პარტიის ვებ-გვერდზე კიბერშეტევის შესახებ გუშინ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც“ განაცხადა. ედპ-ს ცნობით, კიბერშეტევა 26 ივლისს, რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული IP მისამართებიდან დაფიქსირდა.

















