logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კალანდია: არცერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს
გიორგი კალანდია: არცერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს
11:27 22.11.2018
„არცერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს, ვერც ამ შემთხვევაში ჩავიგუბებ პირში წყალს, სიმართლე სიმართლეა, არჩევნებამდე, არჩევნების წინ და მის შემდეგაც,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელებში გავრცელებული მიმართვას, რომელიც ფონდ „ქართუს“ ქველოქმედების თემას ეხება. ინტერნეტმომხმარებელ თიკო თვალაძის სტატუსს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი ასევე ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა.

როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს, ხელოვნების სასახლისა და ფონდ „ქართუს“ ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ფონდმა რამდენიმე ათეული ათასი ლარით მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა დააფინანსა. სწორედ ამ პროექტის მიხედვით 2009 წელს დაიწყო თბილისის მერიამ შენობის კონსტრუქციული გამაგრება. „ჩემი და ფონდის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთიდან მეფე ერეკლეს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროები ჩამოვიტანე. სენსაციური მასალა უნდა გვეთარგმნა და წიგნად გამოგვეცა. ეს ცნობები სრულად ცვლიდა მეფე ერეკლეს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ვინ არ შევაწუხე, ვის არ ვთხოვე, ვერავინ დავიყოლიე. სპონსორებს ხომ ძირითადად მოკლევადიანი, სწრაფ ეფექტზე და დიდ ხმაურზე გათვლილი პროექტები მოსწონთ. მაშინაც „ქართუ“ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტი დააფინანსა და მეფე ერეკლეს შესახებ უმაღლესი პოლიგრაფიის წიგნი გამოგვაცემინა“ - არნიშნავს გიორგი კალანდია.
დღეს ეს გამოცემა ვატიკანის, პარიზის, ლონდონის, ფრანკფურტის, ბერლინის, ლაიფციგის, დუბლინის წამყვან ბიბლიოთეკებშია დაცული. ქართველ მეფეზე გამოცემული ამ ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია დუბლინის ლორდ მერის რეზიდენციაში საპატიო სტუმრების თანდასწრებით გაიმართა.

ხელოვნების სასახლისა და ფონ „ქართუს“ კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომლის შედეგად ლონდონის უდიდეს აუქციონზე მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტი შეძენა მოხერხდა.

„უნიკალური კი არა შედევრია, ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი, რომლის ყიდვასაც ჩვენს პარალელურად ინგლისის პორტეტების ეროვნული გალერეა ცდილობდა. თუმცა„ ქართუს“ და ჩვენი მუზეუმის ოპერატიულმა და ნაყოფიერმა კოლაბორაციამ დიდი შედეგი გამოიღო და მეფე თეიმურაზის ძვირფასი პორტეტი სამშობლოშია. დღეს ამ პორტრეტის შესწავლაში ქართველებთან ერთად ტრეტიაკოვის გალერეის წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან. იგი საგანგებოდ მოინახულა ვენის ალბერტინას მუზეუმის აღიარებულმა ექსპერტმაც. მოკლედ, ეს საგანძური საუკუნეებს ისე მოილევს რომ არაერთ თაობას მხოლოდ მადლიერად განაწყობს. დანარჩენი? დანარჩენი ფრიად საპატივცემულო რესპოდენტებმა, მათ შორის გივი შახნაზარმა, დათო ლორთქიფანიძემ, გია გუგუშვილმა და უკვე თქვეს. ასეა, სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში“ - აცხადებს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა