logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს - ზალკალიანი ევროპარლამენტარებს
პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს - ზალკალიანი ევროპარლამენტარებს
07:39 22.11.2018
"ცოტა პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს. ჩვენ გვაქვს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სამართლიანი და პოზიტიური შეფასება. სადამკვირვებლო ჯგუფების უპრეცედენტო რაოდენობა უწევდა მონიტორინგს ამ არჩევნებს. ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას , საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა მათგანმა წარმოადგინა ძალზე პოზიტიური შეფასება არჩევნების პირველ რაუნდთან დაკავშირებით. ეს არჩევნები პასუხობდა ყველა დემოკრატიულ სტანდარტს და ჩატარდა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. და ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა მეორე ტურს ვატარებთ, მიუთითებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეზე. როგორ შეგიძლიათ ისაუბროთ არჩევნების გაყალბების შესახებ, პარადოქსულია ამგვარი დასკვნები“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა, ვეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარების შეკითხევბზე საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურს ეხებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და ამ საკითხზე ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. კერძოდ, მან 600,000 მოქალაქისთვის მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსყიდვის ელემენტებს არ შეიცავს და ის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე იქნა მიღებული, როგორც მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული ზომა.

„პირველად ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ამა წლის მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში ისაუბრა ამ სერიოზული პრობლემის შესახებ. ამა წლის აგვისტოში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, მამუკა ბახტაძემ თავის საჯარო გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება ამ პრობლემაზე და მაშინ არ იყო საქართველოში საპრეზიდნეტი არჩევნები. ქართული ოცნების თავმჯდომარემ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე განაცხადა, რომ ის აპირებდა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას განხილული არჩევნების კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ეს პრობლემა ასევე მთავრობის დამტკიცების დროსაც გააჟღერა, კერძოდ, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. ეს იყო ამა წლის ივნისში. მთავრობამ მოახდინა პროცესის ინიცირება და მოსახლეობას აღუთქვა, რომ ეს პრობლემა გადაწყდებოდა შემოდგომაზე. ახლა ნოემბერია, შემდგომის მიწურული და სწორედ ამიტომ დაემთხვა არჩევნებს ამ გადაწყვეტილების ინიცირება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, დღეს შავ სიაში 700 ათასზე მეტი ადამიანია, რომლებიც მოკლებულნი არიან საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა კი სწორედ სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოში არსებული ჭარბვალიანობის შესახებ თავიანთ კვლევებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც წერენ. „ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის არსებულ პირდაპირ კავშირზე მიუთითებდა ასევე უნისეფის კვლევა. სწორედ იმ პერიოდში დააყენა მაშინელმა ფინანსთა მინისტრმა ეს საკითხი და განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმარდა საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის უმძიმესი მდგომაროების შესამსუბუქებლად, ასე რომ, ვფიქრობ ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან“.

ზალკალიანის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მოსახლეობის ფინანსური ვალდებულებების განულებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საბიუჯეტო ფული. ეს არის სახსრები, რომლებსაც გამოჰყოფს საქველმოქმედო ფონდი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა