საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ
თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრაგაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ–ჰუმანიტარული მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო - თურქეთის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
გიორგი ჯანჯღავამ მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებსორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.

















