logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ქართველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას
დავით ზალკალიანი: ქართველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას
22:37 21.11.2018
„ბევრი მიზეზის გამო საქართველო სახელდება მოწინავე ქვეყნად და წარმატების მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. საქართველომ მართლაც დიდი პროგრესი განიცადა. ქართველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას, თავისუფლებას, პროგრესს. ის ამოცანები რაც ქვეყანამ ამ სამი მიმართულებით დაისახა რთულად მიღწევადი იქნებოდა ევროკავშირის დახმარების და აღმოსვალეთ პარტნიორობის ფორმატის გარეშე. ბევრი ფიქრობს რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა ილუზიაა, ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნებას ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს და მას უფრო თავისუფალს ხდის, მატებს ენერგიას და ძალას რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს“- - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,სადაც სხვა საკითხებთან ერთად ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე და ასევე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოზგე.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო ემსახურებოდა ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და პრაქტიკული და ფუნქციონალური კავშირების გაღრმავებას. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მან საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხთან დაკავშირებით მიიღო. მან მადლობა გადაუხადა ევროპარალემნტარებს საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის. მისი თქმით ასოცირების შეთანხმების იმპელემტაცია მართლაც არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ გზაზე საქართველოს მართლაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.

„ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანაა თანდათანაობით დავუახლოვდეთ ევროკავშირს სტანდარტებს საკანონმდებლო, ეკონომიკური, საბაზრო ჰარმონიზაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ თანამშრომლობა კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. მომავალ წელს ჩვენ ავღნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. მიმაჩნია რომ ახლა არის დრო იმისათვის,რომ გადავხედოთ წარსულს და გავაანალიზოთ როგორც წარმატებები, ასევე ხარვეზები და ვიფიქროთ თუ როგორ მოვახდინოთ წარმატების კონსოლიდაცია. აღმოსავლთ პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, მისმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა საქართველო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გადასულიყო. დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური დატვირთვა“ -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სწორედ აღმოსვალეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ურთულეს ვითარებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში. მისი განცხადებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაიქცნენ ადგილებად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მოსახლეობა მუდმივად არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს. ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება ადამიანების სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტებით, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მოსახლეობა გაყოფილია ხელოვნური ბარიერებით, ადგილობრივები მოკლებულნი არიან გადაადგილების, საკუთარ კარმიდამოებზე წვდომის უფლებას.

„რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები დაუძლეველი იქნა მტკიცე საერთაშორისო მხარადჭერის გარეშე. ერთადერთი გზა პოზიტიური ძვრები მოვახდინოთ ადგილზე გახლავთ ის, რომ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იდგეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხი. ამასთან ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისთვის. ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა სწორედ რომ ემსახურება ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმ ადამიანებისთვის ვინც ცხოვრობენ აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონში“-განაცხადა ზალკალიანმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა სევე უპასუხა ევროპარლამენტარების შეკითხვებს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარო პოლიტიკის საკითხებზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა