logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა
თამარ ხულორდავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა
21:48 21.11.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდნენ.



შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლი ამ პროცესში.



მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და პროცესებში შვედეთის მხარდაჭერაზე.



განხილული იყო, ასევე, საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.



„შვედეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი რეფორმების განხორციელების პროცესში შვედეთს ძალიან სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი. ფინანსურადაც, ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია“,-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას თამარ ხულორდავამ.



მისივე განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.



„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ შვედეთი იყო. ამ პოლიტიკას მომავალ წელს ათი წელი უსრულდება.



ჩვენ ელჩთან ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც მომდევნო წელს შეიძლება ერთობლივად განვახორციელოთ ამ პოლიტიკის ათი წლის აღსანიშნავად, რომლის შედეგაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია და თავისუფალი მიმოსვლა, ასევე ვიფიქროთ ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მომავალში“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.



„ვისაუბრეთ ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტზე საქართველოში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა და შემდგომი სავაჭრო ურთიერთობების განვითარება შვედეთთან“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა