logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცესკო ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს
ცესკო ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს
20:54 21.11.2018
ცენტრალური საარჩევნო კომისია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელია მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

მისი განცხადებით, ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ცესკოს მონაცემები გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.

ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის.

ამასთან, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ცესკოში შემოვიდა და დარეგისტრირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი მოთხოვნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით. ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი ვადისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გაიცა 1 დღეში, 21 ნოემბერს.

გარდა ამისა, ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ თელავში, „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა