logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში მოვიგოთ
თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში მოვიგოთ
17:02 21.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მმართველმა ძალამ არამხოლოდ მოიგოს, არამედ მოიგოს სამართლიან გარემოში, რომელიც არ გაუჩენს კითხვებს არც დამკვირვებლებს, არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ჩვენს მოქალაქეებს.

ეს განცხადება ჩუგოშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.

ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნულ ანგარიშს ყურადღებით ეცნობიან შესაბამისი უწყებებიც.

„გავეცანი ამ ანგარიშს და რამდენადაც ვიცი, ის უწყებებიც, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დარღვევების პრევენციაზე ან რეაგირებაზე, საკმაოდ დეტალურად სწავლობენ ამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არამხოლოდ მოვიგოთ, არამედ მოვიგოთ სამართლიან გარემოში, რომელიც არ გაუჩენს კითხვებს არც დამკვირვებლებს, არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ ამ ანგარიშს ყურადღებით ეკიდებიან შესაბამისი უწყებები და თუ სადმე დამტკიცდა, რომ იყო დარღვევა შესაბამისი რეაგირებაც იქნება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იგი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ.

„ასევე, მინდა ვთხოვო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად ეთანამშრომლონ ამ უწყებებს, მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, სადაც ეს შესაძლებელია, რომ ამ უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რათა სწრაფად, ეფექტურად და ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება ამ დარღვევებზე. შესაბამისად, არასასამთავრობოებიც თუ ითანამშრომლებენ უფრო მეტად შესაბამის უწყებებთან, ეს მხოლოდ დაეხმარება ჩვენს საერთო მიზანს“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა