logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატალი საბანაძე: ქართული მხარე ევროკომისრებთან კონკრეტული წინადადებებით წარსდგება
ნატალი საბანაძე: ქართული მხარე ევროკომისრებთან კონკრეტული წინადადებებით წარსდგება
15:38 21.11.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისრებთან თემატურ შეხვედრებს სამ ჯგუფად გამართავენ და კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ.

„საუბარი იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, ე.წ. კლასტერზე. პირველი მიმართულება არის ყველაზე ფართო, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობას. ამ კუთხით არის კონკრეტული წინადადებები. გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოხდეს ექსპორტის წახალისება ევროკავშირის ბაზარზე, ინვესტიციის წახალისება, სატრანსპორტო კავშირების გაბმა.

მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და კულტურა. აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგალითად, Horizon-ის პროგრამაში ჩართულობის კუთხით; წახალისებული იყოს სამეცნიერო გაცვლა. განხილული იქნება ზოგადად საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანის საკითხი.

მესამე მიმართულება იქნება კონცენტრირებული უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იქნება Eurojust-ში (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) გაერთიანებაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიუსელში, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით იმართება. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა