logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილი: ტუსკის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოს
ვახტანგ მახარობლიშვილი: ტუსკის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოს
15:35 21.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატის შეხვედრას, როგორც ევროკავშირის მხრიდან გამოხატულ მზაობას -საქართველოსთან ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანოს.

„შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის დინამიკა და ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი ფორმატის კონტექსტში წამყვანი როლი აქვს ევროკომისიას და მის პრეზიდენტს, პრეზიდენტ ტუსკის მხრიდანაც აღინიშნა, რომ სწორედ ეს ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას - საქართველოსთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე, ახალ დონეზე აიყვანოს და მეტი დინამიკა შესძინოს ჩვენს სექტორალურ ინტეგრაციას ევროკავშირთან“- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეხვედრის შეფასებისას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ტუსკს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, რაზეც გამოიხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. "ხაზი გაესვა იმ ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანია და ასევე მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის როლის გაძლიერება და მისი მეტი ჩართულობა, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ასევე იმისათვის, რომ მუდმივად და რეგულარულად ხაზი გაესვას საქართველოს თემატიკას ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა , რომ ის ჩართული იქნება სამშვიდობო ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, დონალდ ტუსკმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები და არჩევნების წარმართვის პროცესი „რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საარჩევნო პროცესში , აღნიშნული საკითხი იყო ასევე ევროპული მხარის ინტერესის სფერო. ბატონო ტუსკი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს კამპანია მეორე რაუნდამდე . ნამდვილად ძალიან პოზიტიურად შეაფასა პირველი რაუნდის შედეგები და ის პროცესი, როგორც ის წარიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა ბოლო პერიოდში არჩევნების ჩატარების კუთხით და რა თქმა უნდა გამოთქვა იმედი, რომ ასე ვთქვათ, მსგავსი სულისკვეთებით ჩატარდება მეორე რაუნდიც“-განმარტა მინისტრის მოადგილემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა