logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა
14:29 21.11.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა. მთავრობის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. მათ შორის, პრემიერმა ხაზი გაუსვა განათლების სექტორში ძირეულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სამშობლოში რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის პირველად, სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელიც, მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად,
საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. სახელმძღვანელოები ბელგიაში მოქმედი საკვირაო სკოლების დამფუძნებლებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადასცა.

გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური ვებპორტალის შექმნას გულისხმობს. დიასპორული ვებპორტალი, რომლის კონცეფცია უკვე მომზადებულია, სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიასპორას შორის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება და ამავე დროს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მისცემს საშუალებას, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამაზე.

შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიმართა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიეღოთ ვიცე-პრემიერისგან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილისგან, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა