logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო
დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო
10:29 21.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო.


როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და სამინისტრო გამოდის სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით საზღვარაგრეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული ვებ-პორტალი, რომელიც იქცევა ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიაპორას შორის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვებ-პორტალის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და მისი მთავარი ხაზია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, იმავდროულად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად იქნას მათი მხრიდან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები, რათა საბოლოო პროდუქტი პასუხობდეს დიასპორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მთავობის მხარდაჭერით პირველად შეიქმნა. სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს. ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა. საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა უკვე გამოცემული სახელმძვანელოები საჩუქრად გადასცა ბრიუსელისა და ანტვერპენის ქართულ საკვირაო სკოლებს.

ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დიაპორის წარმომადგენელებს უშუალოდ გაესაუბრნენ და მათი წინადადებები მოისმინეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა