საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ,ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა
გამართა ავსტრალიაში საქართველოს საპატიო კონსულთან პიტერ მაკმალენთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და მათ ქვეყნის ეკონომიკური,სავაჭრო და ტურისტული პოტენციალი წარუდგინა.
თავის მხრივ, საპატიო კონსულმა, პიტერ მაკმალენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც შესაძლოა ახალი მიმზიდველი დანიშნულება გახდეს ავსტრალიელი მოგზაურებისთვის. მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმებიც დასახეს, მათ შორის ავსტრალიური ტურ-ოპერატორებისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.

















