logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმით და ბოლოს ანტისემიტიზმით დააგვირგვინა
სალომე ზურაბიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმით და ბოლოს ანტისემიტიზმით დააგვირგვინა
19:18 20.11.2018
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი.
შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის - ბატონ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.
ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი - ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე.
გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ, აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე... ეს არის შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ.
მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ:
არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის;
სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე;
დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას!
მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს!“-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა