logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
15:50 20.11.2018
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემების და იმ კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც სალიზინგო ბიზნესს არეგულირებს.

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემას ქმნის ის მიდგომა, რომ ახალი ფინანსური რეგულაციები მოიაზრებს ამ სფეროსაც და ასოციაციის წარმომადგენლები ამ რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის - ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს და ითქვა, რომ უნდა მოხდეს ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების კარგად გაანალიზება და კანონმდებლობაში შესაბამისად ასახვა, რასაც დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.

„პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს ჭარბვალიანობის შედეგები, რაც ნაკლებად მოსალოდნელია რომ დადგეს სალიზინგო საქმიანობისაგან. მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს თუ რა კონკრეტულ გამოწვევებზეა საუბარი ლიზინგთან დაკავშირებით და ვიზრუნოთ, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა არ შეზღუდოს ამ ძალიან საინტერესო და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროს განვითარება“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სალიზინგო საქმიანობის სფეროს წარმომადგენლები ახლო მომავალში წარმოადგენენ პრობლემების კონკრეტულ ჩამონათვალს და საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელებენ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სალიზინგო ასოციაციის თავმჯდომარე აიეტი კუკავა, საქართველოს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები ნინო სანთელაძე და გიორგი ჯღარკავა, თიბისი ლიზინგისა და ალიანს ჯგუფის წარმომადგენლები ფერიდე გაზდელიანი, გოგა გოგუა და გვანცა გვიჩია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა