ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჭანგ ხახუეისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკას, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოს ელჩმა მაღალ დონეზე არსებული კონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა აღნიშნა, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კუთხით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა, ოფიციალური პეკინის მზადყოფნას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.
ჭანგ ხახუეიმ არჩილ კალანდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

















