პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს
შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონმდებლობაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და მათი იმპლემენტაციის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, გაერთიანების ახალ ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.

















