logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15:39 19.11.2018
საქართველოსა და ავსტრიის საელჩოების ორგანიზებით, ნარვაში, ტარტუს უნივერსიტეტის კოლეჯში, ფოტო-გამოფენები „50 ქალი საქართველოდან“ და „კალიოპე ავსტრია - ქალები საზოგადოებაში, კულტურასა და მეცნიერებაში“ გაიხსნა. ღონისძიება, საქართველოს, ესტონეთისა და ავსტრიის საიუბილეო 100 წლისთავს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა მიმართა. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ისტორიულ დატვირთვაზე, როგორც ესტონეთის რესპუბლიკისთვის, ასევე საქართველოსა და ავსტრიისთვის.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა გამოფენის მნიშვნელობაზე და ისაუბრა საქართველოდან წარმოდგენილი 50 გამოჩენილი ქალის, მათ შორის, მხატვრების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მნიშვნელოვან როლსა და გავლენაზე მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული საზოგადოების პროგრესული განვითარების საკითხში. თეა ახვლედიანმა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან განვითარებულ ეროვნულ პროცესებს, რომლებიც მიმართული იყო დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობისკენ. „ეს გამოფენა უკავშირდება იმ პერიოდსაც, როდესაც საქართველოს სახელმწიფო მტკიცე ნაბიჯებს დგამდა საერთო ევროპული ღირებულებების მიმართულებით, რაც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ადგილს დასავლური ცივილიზაციის სხვა სახელმწიფოებს შორის" - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა მე-19 საუკუნეში, ქალთა მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას ქართული და ავსტრიული საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში, ესწრებოდნენ ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ესტონეთში აკრედიტებული ელჩები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფოტო-გამოფენის დათვალიერება მსურველებს მიმდინარე წლის დეკემბრამდე შეეძლებათ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა