logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია
13:06 19.11.2018
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელიც 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან საქართველოში მოხერხდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ასი ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეინარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები „შავ ხვრელს“ უწოდებენ, სინამდვილეში კონკრეტული ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და შენარჩუნებულ ჯანმრთელობაში გამოიხატება. ორნახევარჯერ გაზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი, მოხერხდა ჩვენი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა, რომლის თაობაზეც გასული დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

„ეს იყო 50 ლარიანი დახმარების დანიშვნა ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ეს იყო სოციალური დახმარების შენარჩუნება მოქალაქეებისთვის მათი დასაქმების შემთხვევაში. აღნიშნულ ინიციატივები მიმართულია ერთი მხრივ ადმიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ახალი ინიციატივის შედეგად 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება. მისი თქმით, ხელისუფლება მომავალშიც საზოგადოების ახალ ინიციატივებს წარუდგენს.

„ეს არის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი აქტიური მუშაობა და ჩვენ წარვდგებით ახალი ინიციატივებით საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა