logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პროგრესს კვლავაც მიესალმება და მის ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს
ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პროგრესს კვლავაც მიესალმება და მის ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს
10:47 19.11.2018
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომებზე საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „ნატოს აღმოსავლეთით შეკავების გაძლიერების” რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები სრულად აისახა, საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედო აგრესიაზე, მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ის ასევე მოუწოდებს ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ" რეზოლუციის პროექტში კი, ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ-ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებს შეეხებოდა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში. ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელი, დაეყრდნო რა საერთაშორისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა რეზოლუციის პროექტების შეფასებისას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა