logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები
არჩილ თალაკვაძე: ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები
15:57 18.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ახალქალაქში შეხვედრისას ამომრჩევლებს მიმართა.

დეპუტატმა რწმენა გამოთქვა, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატი, ახალქალაქში მეორე ტურშიც მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„გამარჯობა სამცხე-ჯავახეთო! ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო. მინდა პირველ რიგში ჩვენი გუნდის სახელით ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა და იმ იდეამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევანი. ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, თქვენ გახსოვთ ისინი და მათ მიერ ჩადენილი საქმეები. მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები, თქვენი არჩეული ადამიანები. ეს არჩევანი დღეს განაპირობებს ჩვენს მომავალს. მათ სურთ წარსულით შეგვიცვალონ მომავალი, ჩვენ კი გვსურს ნამდვილი მომავალი გვქონდეს. ამაშია განსხვავება.

თქვენ გინდათ რომ ამ ადამიანებმა ნიღბები ჩამოიხსნან და თავიანთი ძველი სახე დაგვანახონ? თუ გინდათ რომ კარგი მომავალი გქონდეთ? თქვენ ხომ გინდათ რომ ეს ახალგაზრდები ჩაერთონ და შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ?

მატყუარები რომ არიან საიდან ჩანს იცით?! მათ წააგეს პირველი ტური, თანაც აქ ძალიან დიდი სხვაობით წააგეს, ხალხს კი ეუბნებიან რომ პირველი ტური მოიგეს და ახლა მეორე ტურის მოგებაც სურთ. აი რა სიცრუეს ეუბნებიან ადამიანებს. ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური და მეორე ტურსაც მოვიგებთ, კიდევ უფრო დამაჯერებლად, თქვენთან ერთად.

მე მსურს ასევე მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს, თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატებს - ენზელ მკოიანს და იმ ადამიანებს, ვინ სამცხე-ჯავახეთს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში. მაგარი დეპუტატები გყავთ და ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი თქვენსა და ჩვენ შორის. თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს, თუ მოვლენ კიდევ უფრო მეტნი და თავს დაესხმებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით და პასუხს გავცემთ 28 ნოემბერს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ! გაუმარჯოს სამცხე-ჯავახეთს!“-განაცხადა თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა