logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებებით მივდივართ
დავით ზალკალიანი: ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებებით მივდივართ
22:00 16.11.2018
საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა . შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებული განვითარებები.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეს ურთიერთობები განსაკუთრებული ინტენსიობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში გამართული დისკუსიები, ასევე მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ევროკომისიასთან დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრა.

მინისტრის განცხადებით, ამ შეხვედრისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა.

„ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ორივე მხარის მზაობას, უფრო მეტად გააღრმავონ თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. გარდა იმისა, რომ ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, ის ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაში, რაც ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირებასაც გულისხმობს. მოგეხსენებათ, სექტორული ინტეგრაცია არის საქართველოს ინიციატივის - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომლის ეფექტიანი რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპებისთვის მოამზადებს. ჩვენ ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული წინადადებებით მივდივართ, რომლებსაც განვიხილავთ ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკომისრებთან და შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე. წინადადებები შეეხება ევროკომისიასთან შეთანხმებულ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები; განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და კულტურა; მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება, სამოქალაქო დაცვის ჩათვლით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მიმოიხილა მიმდინარე წლის 11-16 ნოემბერს სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ტურნე, რომელიც მისივე შეფასებით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

„ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტი პოზიტიურ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე, ბუნებრივია, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. სამივე ქვეყანაში საქართველოს მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაემთხვა ნორვეგიის მხარის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა 14 ნოემბერს პარიზში გამართულ პირველ პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.

"განვიხილეთ საერთო სტრატეგიული მნიშვნელობის თემები, ასევე ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

„განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ გერმანია და საფრანგეთი - ევროკავშირის ორი უმნიშვნელოვანესი და პარტნიორი ქვეყანა - პოზიტიურად განიხილავს სამმხრივ ფორმატს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მათი საიმედო პარტნიორია რეგიონში და მას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“ - განაცხადა მინისტრმა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს 14 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს " კონფლიქტი საქართველოში" შეეხებოდა. ევროკავშირის განცხადება წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა