logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ მთავრობა მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერია
თეა წულუკიანი: ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ მთავრობა მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერია
15:51 16.11.2018
ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეყნის გარეთ საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ მთავრობა იყო, არის და იქნება მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის განცხადებებს, რომ ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, საარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციით დაიწყო, ახლა კი ჯარსა და ჯარისკაცებზე ახორციელებენ დარტყმებს. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ოპოზიციის პროვოკაციას არავითარი შედეგი არ ექნება.

„კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია. „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და მათი სხვა დანაყოფების პირველი მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია, მასზე განუწყვეტელი დარტყმები, რაც უშედეგოდ დასრულდა. როცა ყველამ აღიარა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ და ზოგადად სახელმწიფომ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს არჩევნების პირველი ტური, შემდეგ გაგრძელდა სხვადასხვა ინსტიტუტზე დარტყმა. დღეს მიმდინარეობს ყოვლად უსირცხვილო დარტყმები იმაზე, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ეს არის ჩვენი ჯარი და ჯარისკაცები.

ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, ჯარისა და ჩვენი ყოფილი სამხედროების წარმომადგენლები ამ პროვოკაციაში აიყოლიონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო დავაში იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სამინისტრო, „ქართული ოცნების“ მთავრობა, იყო, არის და იქნება მათი ყველაზე დიდი და ერთგული მხარდამჭერი, ეს მათ იციან, ამიტომ პროვოკაციას, რომელიც ხორციელდება, არავითარი შედეგი არ უწერია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცონ ქართველების ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა.

„ერთადერთი შედეგი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება დადგეს მეორე ტურში არის მარცხი. მათ შორის არა მხოლოდ დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც, სოფლად და დაბად, რადგან ეს ხალხი უკვე კადრულობს, რომ ჯარის პოლიტიზებას შეეცადოს. არადა ჯარს ყველაზე კარგად ახსოვს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, რადგან ეს რეალურად მართლაც იყო ჯარის შეურაცხმყოფელი ხელისუფლება.

ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ყველა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი საჯარო მოხელეებისა და პირველ რიგში, ჯარისა და ჯარისკაცების ღირსების დაცვა. ჩვენ სხვა მიზანი გვამოძრავებს, რომ დავამტკიცოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. რაც მთავარია, ბენსუდას ოფისს დავადგენინოთ იმ რუსი და შესაძლებელია, ეთნიკურად ოსი პირების ვინაობები, რომლებმაც აწამეს სოფრომაძე, ანწუხელიძე და სხვები. მათ შორის ვინც დღეს ცოცხალია და მათ იციან, რომ იუსტიციის სამინისტრო მათი ერთგული პარტნიორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა