logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას,  პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას,  პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც
13:22 16.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს, რომელშიც ჯარისკაცების დარწმუნებას ცდილობენ, ჰააგაში და სტრასბურგში პასუხი გაეცემა.

„ერთმანეთისგან გასამიჯნია ორი საკითხი, ერთი ის, რომ არც ჩვენს ჯარისკაცს, არც რიგითს, არც ოფიცერს, არც უმაღლესი საოფიცრო რანგის წარმომადგენელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ფაქტები ყველამ იცის, რეალური სიტუაცია, პოლიტიკური და სამხედრო მთელს მსოფლიოში ცნობილია და შეფასებული.

ჰააგის ტრიბუნალიდან, შესაბამისი კონვენციიდან რუსეთმა თავისი ხელმოწერაც კი გაიწვია, ვინაიდან თავისი პოზიციის უპერსპექტივობას ხედავს. არის მესამე საკითხი - წმინდა პოლიტიკური თემაა, თუ ვინ შეუწყო ხელი, რომ განხორციელებულიყო აგრესია და ოკუპაცია. ამ ორი თემის ერთმანეთთან აღრევა არის მთავარი ამოცანა რომელსაც დღეს ნაციონალური მოძრაობა მიყვება. ასე რომ, პროცედურა აქვს სასამართლოს, ამ პროცედურის მიხედვით, რასაკვირველია, შეიძლება გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია, არც მოსალოდნელი და არც სამართლებრივად საფუძვლიანი არ არსებობს.

ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა. მეორე, ასეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან ჰააგის სასამართლოში და ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული, თუ არა განგებ გადამალული, მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომელიც დიდი ძიების შემდეგ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ერთერთ საწყობში .

ეს არის რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყოფილი და ეხლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ. ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყულს რასაკვირველია პასუხი გაეცემა ჰააგაშიც, სტრასბურგშიც.

კიდევ ერთს დავამატებდი, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაში ნაციონალურმა მოძრაობამ წაააგო ის სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, მაშინ, როდესაც, ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია ჩვენს ოპონენტებს ქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა