logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს
16:08 27.07.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებით, მსჯავრდებული  მელორ ვაჩნაძე ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გადაყვანას არ საჭიროებს.

ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს, მედპერსონალის დაჟინებული შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა დამატებით გამოკვლევებზე, რის შემდეგაც ის მყისიერად გადაიყვანეს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც კვალიფიციურმა ექიმებმა, მათ შორის, სეფსისის ცენტრის სპეციალისტმა, ჩაუტარეს კონსულტაცია, საჭირო გამოკვლევები და განსაზღვრეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

„პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, გაასაჯაროოს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გაყვანას არ საჭიროებს“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყება განმარტავს, რომ ვაჩნაძე პენიტენციური სისტემის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი თანხმობის შემთხვევაში, ყოველთვის უზრუნველყოფილია საჭირო გამოკვლევებითა და მკურნალობით.

„ვინაიდან ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი არ საჭიროებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, სამედიცინო დეპარტამენტი ვერ გაითვალისწინებს უსაფუძვლო მოთხოვნებს და ამჯობინებს, რომ არსებული რესურსი მოახმაროს მათ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში განთავსებას“ - აცხადებს სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტმა ვაჩნაძემ ექიმ სპეციალისტთა კონსულტაციაზე და დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. ამ გამოკვლევების შედეგების მიხედვით, პაციენტს შემდგომი მკურნალობის კურსს განუსაზღვრავდნენ.

მელორ ვაჩნაძის სეფსის ცენტრში გადაყვანა დღეს მოძრაობა „არას“ წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოითხოვეს.

მათი განმარტებით ვაჩნაძეს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება, სისხლი აქვს მოწამლული, სხეულზე გაუჩნდა იარები, სისხლჩაქცევები, სისხლძარღვების კედლები გათხელებული აქვს და ჯერ უცნობია დაავადება რომელ სტადიაზეა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა