ვროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ გაერო-ს ვენის განყოფილების ხელმძღვანელს, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბრძოლის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს, იური ფედოტოვს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
დავით დონდუამ ხაზი გაუსვა გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბრძოლის ოფისის მანდატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქართული მხარე გეგმავს კიდევ უფრო გაააქტიუროს თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან.
თავის მხრივ, გენერალური დირექტორი გაერო-ს ვენის ოფისსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმა. იური ფედოტოვმა ინტერესი გამოხატა გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
შეხვედრის ბოლოს, მხარებმა მზაობა გამოხატეს, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.

















