საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ხელმძღვანელის მოადგილეს, მეგან ფიცჯერალდს და პოლიტიკურ ანალიტიკოსს, გაბრიელა სკულოვას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების, ასევე, არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში, საერთაშორისო დამკვირვებელთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

















