logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს მხარს უჭერს და რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები
დავით ზალკალიანი: ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს მხარს უჭერს და რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები
14:59 15.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით ევროკავშირის განცხადება, ისევე როგორც ანგარიში შეიცავს მნიშვნელივან და მკაფიო გზავნილებს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათ შორის პირველად მაგავსი სახის დოკუმენტში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.

„მივესალმებით ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი და მასში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს წვდომა თუმცა გააჩნია სრული ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებზე. პირველად სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისე ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ეს არის დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპის საბჭოსთვის მიუღებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მათ შორის ისეთი სისასტიკით განხორციელებული მკვლელობები, როგორიც ოთხოზორია-ტატუნაშვილთან მიმართებაში განხორციელდა“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.

„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ საქართველო იყოს გამოწვეული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის ურყევი პოზიციაა, რომ საპასუხოდ გავაგრძელოთ სამშვიდობო ინიციატივები, რასაც ითვალისწინებს ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ “ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე მნიშვნელოვანია რომ ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის განცხადებაში, დაგმობილია საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, მათ შორის ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მავთულხლართების დამონტაჟების უკანონო პროცესზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი მავთულხლართების განახლებული მონტაჟის პროცესი. მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები“ - აღნიშნულია დავით ზალკალიანის კომენტარში

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა