საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ეწვია და დღეს გულზე სიმსივნის მოსაკვეთად ჩატარებული
ოპერაციის დეტალებს გაეცნო.
მერაბიშვილი ოპერაციის ღირებულებით დაინტერესდა და განუცხადეს, რომ თანხამ 9 200 ლარი შეადგინა. როგორც პრემიერთან საუბარში ექიმებმა აღნიშნეს, ოპერაციის ხარჯები მთლიანად სადაზღვევო კომპანიამ დაფარა.
მერაბიშვილის თქმით, არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს, ვისთვისაც საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ოპერაცია ხელმიუწვდომელი იქნება.

















