logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაციის პროცესი ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაციის პროცესი ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს
09:07 15.11.2018
„ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანობაში ჩვენ განვიხილავთ როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც მიმზიდველი იქნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობისთვის, მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებისთვის, რადგან ჩვენ ტერიტორიების გარდა ამ ხალხის ნდობაც უნდა დავიბრუნოთ" -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გამართა საქართველოსთან და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საჯარო ლექცია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და სამხედრო სწავლების ცენტრის მსმენელბთან გამართულ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში. გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა რეზოლუციის განხილვა, რომლითაც შეფასდა ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი და მივიღეთ უმაღლესი შეფასება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. “ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები არ იყო მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობლებისთვის.

„ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი წარმოადგენდა მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი, როგორც საქართველოსთვის ისე ჩვენი მეზობლებისთვის. აღნიშნული პროცესი გააღრმავებს ხალხთა შორის ურთიერთობას, პირდაპირ კომუნიკაციას ახალგაზრდა თაობას შორის, როგორც სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სასწავლო გაცვლითი პროგრამით ისე სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ურთიერთობები გაუმჯობესდება ბიზნეს წრეებს შორისაც. მეწარმეებს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გამოყენებით უფრო ეფექტური განვითარების საშუალება ექნებათ.“

მინისტრის განმარტებით ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს წევრობის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტს, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების დოკუმენტი. ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, გვეხმარება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული, სადაც უმცირესობათა უფლებებია დაცული. ქვეყანა აყალიბებს ლიბერალურ ვაჭრობაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და ებრძვის კორუფციას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში"-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი კოპენჰაგენს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, რა დროსაც საჯარო ლექცია წაიკითხა დანიის სამხედრო სწვალების ცენტრში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა