logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები იძლევა საფუძველს რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა უაღრესად წარმატებული იქნება
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები იძლევა საფუძველს რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა უაღრესად წარმატებული იქნება
18:00 14.11.2018
სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. დავით ზალკალიანის განმარტებით, ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული.

„მივესალმებით ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მიღებულ იქნა სტრასბურგში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული. ჩვენ ვართ შეფასებული რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი დემოკრატიული რეფორმების და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღო უმაღლესი შეფასება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც სამაგალითო შესრულება ყველა ძირითად მიმართულებაზე. ეკონომიკური განზომილებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. უკანასკნელი არჩვენების პირველი ტურიც, რომელიც ჩატარდა , იყო კიდევ ერთი დასტური და გამოვლინება , რომ საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად დგას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და განმტკიცების გზაზე. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და კიდევ ერთი აღიარება საქართველოსი და იმ შრომის და საქმიანობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი საქართველოს რაც შეიძლება უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. რაც მთავარია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა, რადგანაც ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში დაგეგმილ სხდომასაც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპის საბჭოში, ოკუპაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე, ასევე იქნება ანგარიში და ისეთი მკაფიო შეფასებები გაკეთდება, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. დავით ზალკალიანმა თავის კომენტარში, ასევე ხაზი გაუსვა, 21 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი ფორმატის შეხვედრას, რომელიც გაიმართება საქართველოს მთავარობის მეთაურის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მისი თქმით ევროპარლამენტის მხრიდან გამოთქმული მაღალი შეფასებები კარგ საფუძველს იძლევა იმისათვის რომ 21 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა ასევე იყოს წარმატებული.

„ასევე ველით, რომ დღეს გვექნება მნიშვნელოვანი შეფასებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, სადაც გაკეთდება განცხადება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, კერძოდ ოკუპაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე იქნება უაღრესად მკაფიო განცხადებები, ისეთი განცხადებები, რომელიც ჩვენ მანამდე არ გვქონია. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკა დეოკუპაციასთან მიმართებაში , ჩვენი პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის კუთხით სწორი და უალტერნატივო. ყველაფერი ეს, მე განსაკუთრებით მაიმედებს და კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ 21 ნოემბერს, როდესაც უპრეცედენტო ფორმატში საქართველოს მთავრობა შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს და კომისრებს, ეს შეხვედრა იქნება უაღრესად ნაყოფიერი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირველი შეხვედრა , მსგავსი ფორმატი არ გააჩნია არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იქნა ეს ფორმატი დაფუძნებული. განსაკუთრებულად ემზადება საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით , სადაც ჩვენ წარვდგებით, ახალი ინიციატივებით. ეს ინიციატივები იქნება მომავალზე ორიენტირებული. ჩვენ არ გვექნება მხოლოდ ანგარიში ევროკავშირის მიმართ. ჩვენ გვექნება მომავალზე გამიზნული ხედვა, რომელიც სექტორალური თვალსაზრისით კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან და ამ პროცესს, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს გახდის შეუქცევადს“-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა