logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია აბაშიძე: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო
გია აბაშიძე: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო
17:32 14.11.2018
ცეესკო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით კანონიდან გამომდინარე შეზღუდული არ რის და არც რაიმე თაღლითობასთან გვაქვს საქმე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს.
მისი თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო.

„საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. უპრეცენდენტო ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება გახდა. რაც შეეხება პირველ ტურს, კოდექსის ჩანაწერის მიხედვით “არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) / რეფერენდუმი / პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს “ და ” არჩევნების დღე უქმად ცხადდება” - განაცხადა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს უახლეს ისტორიას, გია აბაშიძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ორშაბათს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. მანამდე, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ოთხშაბათს, 21 მაისს. ორი წლით ადრე კი, 2006 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს. 2013 წელს, კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნა და თარიღი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც იურისტები კანონის დარღვევაზე ალაპარაკდნენ, რადგან არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დანიშვნა სამუშაო დღეს.

გია აბაშიძე აქვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს სახვადასხვა პრეცედენტები დასავლეთშიც, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ინიშნება.

„სულ ახლახანს ვნახეთ, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები გაიმართა სამშაბათს, 6 ნოემბერს. ზოგადად, ამერიკაში ტრადიციაა არჩევნების ჩატარება სამშაბათობით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების. უქმე დღე, როგორც ასეთი, ქვეყნის მასშტაბით არ ცხადდება. გააჩნია შტატს და ადგილობრივ კანონმდებლობას. მათ მეზობელ კანადაში არჩევნები ტარდება ორშაბათობით. დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათობით და ა.შ. საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვაგვარია და ემყარება იქ არსებულ ტრადიციებს. ჩვენთან კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ხდება იმ მოცემულობით რაც დადგა - პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პრეტენზიები გვესმოდა პირველ ტურამდე, როგორც "გაერთიანებული ოპოზიციისგან", ასევე მათი სატელიტი პოლიტიკოსებისგანაც.

„ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, უცხოელმა დიპლომატებმა მკაფიოდ და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე. ასე რომ, პრეტენზიები, ჩემი აზრით, პრეტენზიებადვე დარჩება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნები კი სულ სხვა, რეალური ვითარების ამსახველ ანგარიშს დადებს“- აღნიშნა გია აბაშიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა