logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გაერთიანებული სამეფო საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს მიესალმება
გაერთიანებული სამეფო საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს მიესალმება
17:32 14.11.2018
„გაერთიანებული სამეფოს მხარე მიესალმა ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას“, აღნიშნულია „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 რაუნდის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში

14.11.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 რაუნდის ერთობლივ კომუნიკე აქვეყნებს. კომუნიკეში ასახულია უორდროპის ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა, რომელიც წარმატებით არეგულირებს ორმხრივი თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებები, ასევე ხალხთა შორის კონტაქტები.

კომუნიკეში ვკითხულობთ, რომ დიალოგის ერთ-ერთ მთავარ თემას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები წარმოადგენს. გაერთიანებული სამეფო აღიარებს გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ბრიუსელის სამიტზე მიღებული და ნატო-საქართველოს კომისიის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა დონეზე მიღებულ დეკლარაციაში ასახული გადაწყვეტილებები. გაერთიანებულმა სამეფომ აღიარა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მიესალმა აღნიშნულ კონტექსტში პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

გაერთიანებული სამეფოს მხარე მიესალმა ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. სერ ალან დუნკანმა დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა.

დიალოგის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობას იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად განხორციელება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მინისტრმა ასევე მადლიერება გამოხატა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის ასახვის პრაქტიკის შენარჩუნებას.

სერ ალან დუნკანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არა-აღიარების პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით. ის მიესალმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, 2018 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის მიერ წამოყენებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მან ასევე დაგმო საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება და შეშფოთება გამოთქვა იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის უკანონო ქმედებები უქმნის რეგიონულ სტაბილურობას.

დიალოგის ფარგლებში, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ წარმოქმნილ შესაძლებლობებზე. საქართველოს მხარემ სრული პატივისცემა გამოხატა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისთვის ორმხრივი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას.

კომუნიკეს თანახმად, სერ ალან დუნკანმა მადლიერება გამოხატა სოლსბერის ტრაგიკულ მოვლენებზე საქართველოს მთავრობის სოლიდარულ პოზიციასთან დაკავშირებით და მიესალმა საქართველოს მხარდაჭერას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის შენარჩუნების კუთხით.

კომუნიკე ასახავს დიალოგის ოთხივე კომპონენტის (პოლიტიკური; საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; ხალხთა შორის კონტაქტები) ფარგლებში გამართული თემატური დისკუსიების შედეგებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა