განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე.
„ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია.
„კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

















