logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაში: დღეს მსოფლიო საქართველოს უყურებს, როგორც წარმატების მაგალითს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში
მარიამ ჯაში: დღეს მსოფლიო საქართველოს უყურებს, როგორც წარმატების მაგალითს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში
15:29 14.11.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას შეეხებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, 2015 წელს დაიწყო სოვალდის პროგრამა 10,000 პაციენტისათვის და წელიწადნახევარია, რაც ამოქმედდა ჰარვონის კომპონენტი ყველა პაციენტისათვის.

მისი თქმით, დღეისათვის უკვე ტესტირებულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი, მკურნალობა გაიარა 50,000-მდე პაციენტმა და მათი 98% განიკურნა. პროგრამის 1-ელ ფაზაში უკვე გაიარა ტესტირება მილიონ ნახევარმა ადამიანმა, ანუ ჩვენი მოსახლეობის 40%-ზე მეტმა.

„ტესტირების შემდგომ სრული დიაგნოსტიკური პროცესი და მკურნალობა დაასრულა 50,000-მა ადამიანმა, ანუ პაციენტთა საერთო სავარაუდო რიცხვიდან 150,000-დან ერთმა მესამედმა.

რაც მთავარია, პაციენტთა 98% სრულად არის განკურნებული.

ჩვენ წინ გვაქვს 2 წელიწადზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისათვის ჩვენ გავხდეთ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი იქნება აღმოფხვრილი. ანუ სარისკო ჯგუფის 90% იქნება ტესტირებული, გამოვლენილ პაციენტთა 95% იქნება მკურნალობაზე და მკურნალობის შემდეგ პაციენტთა სულ მცირე 95% იქნება სრულად განკურნებული.

ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი ბატონო ზურაბ - საქართველო მაინც იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ყველაზე ახლოს მივა ელიმინაციასთან 2020 წელს“, -მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილს მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიო უყურებს საქართველოს, როგორც წარმატების მაგალითს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პაციენტთა თემთან ერთად 5 წლის წინ დაწყებული საქმე, რომელსაც ციხის კომპონენტში ხელმძღვანელობდა არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჯანდაცვის სექტორში პირადად ვხელმძღვანელობდი ამ ინიციატივას - დღეს ჩემი ქვეყნის გამორჩეული წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე. ვულოცავ ბატონ დავით სერგეენკოს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა თუ თითოეულ სამედიცინო ცენტრში ამ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა