logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით
12:57 14.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა და რეკომენდაციები ჩამოაყალიბა, რომელიც დადგენილი წესით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

„ჩვენ პასუხად მივიღეთ საკმაოდ კარგად გაანალიზებული და გააზრებული პროექტი ჩვენს რეკომენდაციებზე. ამიტომ, მე შემიძლია ვთქვა, განსაკუთრებით ჩვენს ნაწილში, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი არის სტრატეგიული საკითხი - დეცენტრალიზაციის რეფორმა და პრაქტიკულად ეს არის ღერძი, რომლის ირგვლივ უნდა განვალაგოთ ყველა ის თემატიკა, რომელიც რეგიონულ თუ მუნიციპალურ ჭრილში შეიძლება დავინახოთ და ამავდროულად, დავინახოთ საჭიროებები და ამოცანები, რომელიც უნდა გავატაროთ, სწორედ ამიტომ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს გახლათ საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე. 107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაფინანსდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტი,“- აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც მათ ყოფას და ყოველდღიურ ცხოვრებას პირდაპირ უკავშირდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა