logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველო ევროპული ოჯახის ღირებული წევრია
ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველო ევროპული ოჯახის ღირებული წევრია
11:35 14.11.2018
„ნორვეგიასაქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლებას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს გმობს,“ - ამის შესახებ ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა აუდუნ ჰალვორშენმა, ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ათი წლის შემდეგ, ვითარება კვლავ გადაუწყვეტელია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან კვლავ გამოყოფილი რჩება. რუსეთს კვლავაც არ მოუხდენია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს. პირიქით, საქართველოს მიწაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა გაიზარდა. აღნიშნულ რეგიონებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება. ნორვეგია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სრულიად უჭერს მხარს. ოცდამეერთე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს გავლენის მოხდენის მცდელობები. ქვეყნის უფლებაა აირჩიოს მისი მომავალი, რომელიც არ უნდა იქნას გადაწყვეტილი მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ქვეყნის ბედი არ უნდა გადაწყვიტონ მისმა მეზობლებმა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნორვეგიისთვის, ასევე საქართველოსთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს რეფორმების კურსს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფებას მაღალი შეფასება მისცა. მისი განცხადებით ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე.

„საქართველო არის ევროპული ოჯახის ღირებული წევრი. მივესალმებით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წევრი. ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე, რათა ჩვენი საერთო ღირებულებები, პრაქტიკულ რელობაში აისახოს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“ - განაცხადა აუდინ ჰალვორშენმა.

მან ხაზი გაუსვა ნორვეგია-საქართველოს სანიმუშო თანამშრომლობას, რომელიც მისი განცხადებით ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება, ამის გამოხატულებად სახელმწიფო მდივანმა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მოიტანა.

ნორვეგიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფელებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია თემაზე „10 years after the Russian-Georgia war Geopolitics of the South Caucasus and Black Sea Regions” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დვაით ზალკალიანის ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა