logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარიზში, ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
პარიზში, ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
11:30 14.11.2018
პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში დღეს, პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

ქართული მხრიდან სამმხრივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უხელმძღვანელებს. საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მიხაელ ზიბერტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, კონსულტაციების ფარგლებში, ყურადღება დაეთმობა სამივე ქვეყნისთვის აქტუალურ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებს, ასევე ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლების დონეზე ვმართავთ მნიშვნელოვან კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატო-ს ყველაზე მთავარ წევრებთან. კონსულტაციები იქნება ყველა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია ევროპის კონტექსტში, დაწყებული ჰიბრიდული საფრთხეებით დამთავრებული იმ კონფლიქტებით, რომელიც არსებობს ევროპაშიც და ევროპის გარეთაც. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი გვექნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება მართლაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მხრიდან, აღიქმება როგორც რეგიონში სანდო პარტნიორი და როგორც დასაყრდენი ძალა ევროპის ამ ნაწილში. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ დინამიკას, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს განვითარების კუთხით“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში სამმხრივი კონსულტაციების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის. აღნიშნული იდეა 2016 წლის დეკემბერში თბილისში პირველად ჩატარებული გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში გაჩნდა. ჯერ კიდევ 2016 წელს რეგიონული ამბასადორიალის თბილისში ჩატარება, ხოლო ახლა კი ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირის ამ ორი წამყვანი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი.

ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს. გასული წლების გამოცდილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონკრეტული მიმართულებებით წარმატება მნიშვნელოვანწილად საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან მხარდაჭერით იყო და არის განპირობებული.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საფრანგეთთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს და იმ თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც გვაქვს თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე, დაგეგმილია მინისტრის მოადგილის მონაწილეობა ქართულ კვირეულში, რომელიც მიძღვნილი იქნება ქართული ღვინისა და კულინარიის თემატიკისადმი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა